მთავარი გვერდი
|
||||
რონალდო დე ასის მორეირა (პორტ. Ronaldo de Assis Moreira; 21 მარტი 1980, პორტუ-ალეგრი, შტატი რიუ-გრანდი-დუ-სული), უფრო მეტად ცნობილია, როგორც რონალდინიო (პორტ. Ronaldinho [ʁonawˈdʒĩɲu]) და რონალდინიო გაუჩო (პორტ. Ronaldinho Gaúcho) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობს შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. ამჟამად თამაშობს მექსიკურ „კერეტაროში“. მფლობელი „ოქროს ბურთისა“, რომელიც გადაეცა 2005 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. 2004 და 2005 წლების მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით. იცავდა ბრაზილიური „გრემიოს“, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“, ესპანური „ბარსელონას“, იტალიური „მილანის“, ბრაზილიური „ფლამენგოსა“ და „ატლეტიკო მინეიროს“ ღირსებებს.
რონალდინიო დაიბადა 1980 წლის 21 მარტს შტატ რიუ-გრანდი-დუ-სულის დედაქალაქ პორტუ-ალეგრის საავადმყოფო „სან-ლუკასში“. იგი ოჯახში მესამე შვილი გახდა. მისი დედა, დონა მიგუელინა, გამყიდველად მუშაობდა, პარალელურად ექთნობას სწავლობდა. მისი მამა, ჟუან და სილვა მორეირა, ნავსაშენზე მუშაობდა და კლუბ „გრემიოს“ ავტოსადგომის გუშაგი იყო, სწორედ მამა გახდა რონალდინიოს პირველი მწვრთნელი.- ირლანდიელი კენ დოერტი (სურათზე) ერთადერთი სნუკერისტია, რომელსაც დაემორჩილა სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატის სამი სხვადასხვა ვერსია. სხვადასხვა დროს მან მოიგო ახალგაზრდული, სამოყვარულო და პროფესიონალური მსოფლიო ჩემპიონატები.
- პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს გამართული მაარის ალყის დროს ჯვაროსნებში კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა.
- სახელი „სუდანი“ წარმოსდგება არაბული სიტყვებისაგან بلاد السودان (bilād as-sūdān), რაც „შავების მიწას“ ნიშნავს; მას თავდაპირველად საჰარის სამხრეთით მდებარე გეოგრაფიულ რეგიონს უწოდებდნენ.
- სენეგალის ერთადერთი სახელმწიფო ენა ფრანგულია, რომელსაც მშობლიურის დონეზე ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 10% ფლობს, 21% კი ფრანგულს ნაწილობრივ იგებს. სენეგალელთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივ ეროვნულ ენებზე საუბრობს.
- თბილისში მდებარე სომხური ეკლესია სურფგევორქი 1251 წელს დავით ულუს მეფობის დროს ააგო უმექ კარინელმა.
- მხოლოდ ფაშატის რძისგან დამზადებული მაგარი ნატურალური კუმისი შესაძლოა 4,5 %-მდე სპირტს შეიცავდეს.
- სახელწოდება „კანჩენჯანგა“ აღნიშნავს „დიდი თოვლის ხუთ საგანძურს“, ვინაიდან ეს მთიანი მასივი ხუთი მწვერვალისგან შედგება.
- გერმანელ არქიტექტორს ფრაი ოტოს გარდაცვალების შემდეგ პრიცკერის პრემია მიანიჭეს.
- ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა.
- ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა უძველესი ქალაქები დურ-შარუქინი, ჰათრა და ნიმრუდი გაანადგურეს.
- მოსკოვში რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი (სურათზე) მოკლეს.
- პროკოპის პავლოპულოსი საბერძნეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- პოპულარული შოკოლადის პასტა „ნუტელას“ შემქმნელი იტალიელი ბიზნესმენი მიკელე ფერერო 89 წლის ასაკში გარდაიცვალა .
- 1489 : კვიპროსის დედოფალმა კატარინა კორნარომ საკუთარი სამეფო ვენეციას მიჰყიდა.
- 1590 : საფრანგეთის რელიგიური ომები — ანრი ნავარელმა და ჰუგენოტებმა კათოლიკეთა ლიგა დაამარცხეს ივრის ბრძოლაში.
- 1614 : ჟალეთის ბრძოლა — შაჰ-აბასის ჯარები კახეთს შემოესია.
- 1794 : ამერიკელმა გამომგონებელმა ელი უიტნიმ კოტონ-ჯინი (ბამბის დაზგა, სურათზე) დააპატენტა.
- 1939 : ნაცისტები ჩეხოსლოვაკიის პროვინციებს ბოჰემიასა და მორავიას იპყრობენ.
- 1978 : ოპერაცია ლიტანი — ისრაელის ჯარი სამხრეთ ლიბანში შეიჭრა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის დაჯგუფებები ჩრდილოეთით მდ. ლიტანისკენ განდევნა.
- 2005 : კედრების რევოლუცია — მილიონზე მეტი ლიბანელი გამოვიდა ბეირუთის ქუჩებში სირიის შეიარაღებული ძალების ქვეყნიდან გაყვანის მოთხოვნით.
| ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
| ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
| ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
| ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||