მთავარი გვერდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 79,745 სტატია.

საზოგადოება · მეცნიერება · სპორტი · ისტორია · გეოგრაფია · სამართალი · რელიგია · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Arjen Robben.jpg

არიენ რობენი (დ. 23 იანვარი, 1984) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ მიუნხენის „ბაიერნში“. ამპლუით თავდამსხმელია, თუმცა ასევე თამაშობს გარემარბად და წინ წაწეული ნახევარმცველის პოზიციაზე. ცნობილია დრიბლინგით, სისწრაფითა და მარჯვენა ფლანგიდან მარცხენა ფეხით განხორციელებული ზუსტი, გრძელი დარტყმებით. არის ნიდერლანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი და მის რიგებში მონაწილეობა მიიღო ევროპის 2004, 2008, 2012 წლების ჩემპიონატებსა და მსოფლიოს 2006, 2010 წლების ჩემპიონატებში. 2013 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ამავე გათამაშების ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.

რობენი პირველად ცნობილი გახდა საფეხბურთო კლუბ „გრონინგენში“, სადაც ის თამაშობდა 2000 წლიდან 2001 წლამდე. ორი წლის შემდეგ არიენი სათამაშოდ „PSV-ში“ გადავიდა, რომლის რიგებშიც ნიდერლანდების წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა და კლუბთან ერთად ერედივიზიაც მოიგო. მომდევნო საფეხბურთო სეზონში რობენთან კონტრაქტის გაფორმება ბევრ ინგლისურ კლუბს სურდა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ფეხბურთელი „ჩელსის“ შეუერთდა.

კლუბში რობენის დებიუტი ტრავმის გამო გადაიდო, თუმცა დაბრუნების შემდეგ ის გუნდს პრემიერლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებაში დაეხმარა და 2004 წლის ნოემბერში ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. 2007 წელს არიენმა „ჩელსი“ დატოვა და სათამაშოდ ესპანეთში, მადრიდის „რეალში“ გადავიდა. სამეფო კლუბს ეს ტრანფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდა. 2009 წლის აგვისტოში რობენი მიუნხენის „ბაიერნმა“ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გერმანიის ბუნდესლიგის სადებიუტო მატჩშივე ორი გოლი გაიტანა. იმავე სეზონში რობენმა კლუბთან ერთად ბუნდესლიგა მოიგო და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა. თავად ფეხბურთელმა კი უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში 5 საჩემპიონო ტიტული მოიგო.

HSVissteduatt.svg

იცით თუ არა, რომ...

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
ჯეიმზ II

W-circle.svg

სიახლეები

მიშელ ბაჩელეტი

HSDagensdatum.svg

16 დეკემბერი — ამ დღეს...

ჰენრი VI

HSBild.svg

დღის სურათი

ბუდისტური ტაძარი ვატ-არუნი ქალაქ ბანგკოკში.
ბუდისტური ტაძარი ვატ-არუნი ქალაქ ბანგკოკში.