მთავარი გვერდი
|
||||
პლანეტა — ციური სხეული, რომელიც ვარსკვლავის ან ვარსკვლავური ნარჩენის ირგვლივ ბრუნავს და რომელიც/რომელმაც: საკმარისად მასიურია, რომ საკუთარი გრავიტაციით მრგვალი ფორმა მიიღოს; იმდენად მასიური არაა, რომ თერმობირთვული სინთეზი შეძლოს; თავისი სამეზობლო გაასუფთავა პლანეტოშენადედებისაგან.
ტერმინი პლანეტა უძველესია, რომელიც ისტორიას, მეცნიერებას, მითოლოგიასა და რელიგიას უკავშირდება. თავდაპირველად პლანეტებს მრავალი ადრეული კულტურა ხედავდა, როგორც ღვთისმეტყველს ან ღვთაებების ემისარიებს. სამეცნიერო ცოდნის გაუმჯობესებასთან ერთად ადამიანის მიერ პლანეტების აღქმა შეიცვალა და გარკვეული რაოდეონობის განსხვავებულ ობიექტებს შეუერთეს. 2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ოფიციალურად მიიღო რეზოლუცია მზის სისტემაში არსებული პლანეტების განმარტებაზე. ეს განმარტება საკამათოა, რადგან ის გამორიცხავს პლანეტური მასის მრავალ ობიექტს, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, თუ სად ან რის გარშემო ბრუნავს ის.
მიუხედავად იმისა, რომ 8 პლანეტური სხეული აღმოაჩინეს 1950 წლამდე, დარჩენილი „პლანეტები“ თანამედროვე განმარტებით, ზოგი ციური სხეული, როგორიცაა ცერერა, პალასი, იუნონა, ვესტა (თითოეული ობიექტი მზის სისტემის ასტეროიდულ სარტყელშია) და პლუტონი (პირველად აღმოჩენილი ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტი), რომლებიც ოდესღაც პლანეტებად იყო მიჩნეული სამეცნიერო საზოგადოებაში, ძველებურად აღარ აღიქვამენ.
პლანეტები ძირითადად ორ მთავარი ტიპად იყოფა: დაბალი სიმკვრივის დიდი გაზური გიგანტები და მცირე კლდოვანი პლანეტები. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის განმარტებით, მზის სისტემაში 8 პლანეტაა. მზიდან მანძილის ზრდის მიხედვით, ოთხი მათგანი კლდოვანია: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი; შემდეგი ოთხი გაზური გიგანტია: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. აქედან 6 პლანეტას ერთი ან მეტი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს.- ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციამ 10 მედლით (4 ოქრო, 6 ბრინჯაო) მე-10 ადგილი დაიკავა.
- თბილისში ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (ლოგო სურათზე) ოფიციალურად დაიხურა.
- Microsoft-მა Windows 10 გამოუშვა.
- ინდოეთის ყოფილი პრეზიდენტი აბდულ ქალამი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- თბილისში ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა.
- პიერ ნკურუნზიზა ბურუნდის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.
- 70 : იერუსალიმში რომაელებმა მეორე ტაძარი დაანგრიეს.
- 1693 : დომ პერინიონის მიერ შამპანურის გამოგონების ტრადიციული თარიღი.
- 1782 : მოცარტი (სურათზე) ვენაში კონსტანცა ვებერზე ქორწინდება.
- 1879 : ელზასი და ლოთარინგია გერმანიის ტერიტორიებად გამოცხადდა.
- 1912 : პირველი სამგზავრო გადაფრენა განხორციელდა ლა-მანშზე, მხოლოდ ორი მგზავრით.
- 1914 : 1839 წლის ლონდონის ხელშეკრულების დარღვებით ბელგიაში შეიჭრის გამო, დიდმა ბრიტანეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა.
- 1995 : ხორვატიაში ოპერაცია „შტორმი“ დაიწყო.
- ირლანდიელი კენ დოერტი (სურათზე) ერთადერთი სნუკერისტია, რომელსაც დაემორჩილა სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატის სამი სხვადასხვა ვერსია. სხვადასხვა დროს მან მოიგო ახალგაზრდული, სამოყვარულო და პროფესიონალური მსოფლიო ჩემპიონატები.
- პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს გამართული მაარის ალყის დროს ჯვაროსნებში კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა.
- სახელი „სუდანი“ წარმოსდგება არაბული სიტყვებისაგან بلاد السودان (bilād as-sūdān), რაც „შავების მიწას“ ნიშნავს; მას თავდაპირველად საჰარის სამხრეთით მდებარე გეოგრაფიულ რეგიონს უწოდებდნენ.
- სენეგალის ერთადერთი სახელმწიფო ენა ფრანგულია, რომელსაც მშობლიურის დონეზე ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 10% ფლობს, 21% კი ფრანგულს ნაწილობრივ იგებს. სენეგალელთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივ ეროვნულ ენებზე საუბრობს.
- თბილისში მდებარე სომხური ეკლესია სურფგევორქი 1251 წელს დავით ულუს მეფობის დროს ააგო უმექ კარინელმა.
- მხოლოდ ფაშატის რძისგან დამზადებული მაგარი ნატურალური კუმისი შესაძლოა 4,5 %-მდე სპირტს შეიცავდეს.
- სახელწოდება „კანჩენჯანგა“ აღნიშნავს „დიდი თოვლის ხუთ საგანძურს“, ვინაიდან ეს მთიანი მასივი ხუთი მწვერვალისგან შედგება.
| ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
| ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
| ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
| ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||