მთავარი გვერდი
|
||||
პლანეტა — ციური სხეული, რომელიც ვარსკვლავის ან ვარსკვლავური ნარჩენის ირგვლივ ბრუნავს და რომელიც/რომელმაც: საკმარისად მასიურია, რომ საკუთარი გრავიტაციით მრგვალი ფორმა მიიღოს; იმდენად მასიური არაა, რომ თერმობირთვული სინთეზი შეძლოს; თავისი სამეზობლო გაასუფთავა პლანეტოშენადედებისაგან.
ტერმინი პლანეტა უძველესია, რომელიც ისტორიას, მეცნიერებას, მითოლოგიასა და რელიგიას უკავშირდება. თავდაპირველად პლანეტებს მრავალი ადრეული კულტურა ხედავდა, როგორც ღვთისმეტყველს ან ღვთაებების ემისარიებს. სამეცნიერო ცოდნის გაუმჯობესებასთან ერთად ადამიანის მიერ პლანეტების აღქმა შეიცვალა და გარკვეული რაოდეონობის განსხვავებულ ობიექტებს შეუერთეს. 2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ოფიციალურად მიიღო რეზოლუცია მზის სისტემაში არსებული პლანეტების განმარტებაზე. ეს განმარტება საკამათოა, რადგან ის გამორიცხავს პლანეტური მასის მრავალ ობიექტს, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, თუ სად ან რის გარშემო ბრუნავს ის.
მიუხედავად იმისა, რომ 8 პლანეტური სხეული აღმოაჩინეს 1950 წლამდე, დარჩენილი „პლანეტები“ თანამედროვე განმარტებით, ზოგი ციური სხეული, როგორიცაა ცერერა, პალასი, იუნონა, ვესტა (თითოეული ობიექტი მზის სისტემის ასტეროიდულ სარტყელშია) და პლუტონი (პირველად აღმოჩენილი ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტი), რომლებიც ოდესღაც პლანეტებად იყო მიჩნეული სამეცნიერო საზოგადოებაში, ძველებურად აღარ აღიქვამენ.
პლანეტები ძირითადად ორ მთავარი ტიპად იყოფა: დაბალი სიმკვრივის დიდი გაზური გიგანტები და მცირე კლდოვანი პლანეტები. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის განმარტებით, მზის სისტემაში 8 პლანეტაა. მზიდან მანძილის ზრდის მიხედვით, ოთხი მათგანი კლდოვანია: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი; შემდეგი ოთხი გაზური გიგანტია: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. აქედან 6 პლანეტას ერთი ან მეტი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს.დირიჟაბლი (ფრანგ. dirigeable) — ჰაერზე მსუბუქი მართვადი საფრენი აპარატი.
დირიჟაბლის ძირითადი ნაწილებია აირით (ჩვეულებრივი წყალბადით ან ჰელიუმით) გავსებული კორპუსი, კორპუსის ბოლოში ჯვარედინად განლაგებული ჰორიზონტალური და ვერტიკალური უძრავი სიბრტყეები (სტაბილიზატორი და კილი), სიმაღლისა და მიმართულების საჭეები, აგრეთვე ერთი ან რამდენიმე გონდოლა ეკიპაჟის, მგზავრების, ძრავებისა და მოწყობილობების მოსათავსებლად. არსებობს რამდენიმე სახეობის დირიჟაბლი: რბილი სისტემის, ნახევრად ხისტი სისტემის და ხისტი სისტემის.- 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა (ლოგო სურათზე) ტონგის ნაკრები ანგარიშით 17:10 დაამარცხა, რითაც, ამ ეტაპზე C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
- ბურკინა-ფასოში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად პრეზიდენტი მიშელ კაფანდო დაამხეს.
- ევრობასკეტის 1/8 ფინალში საქართველოს ნაკრები ლიტვის ნაკრებთან ანგარიშით 81:85 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
- ქართველი მწერალი და დრამატურგი რეზო ჭეიშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ირლანდიის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 1:0 შოტლანდიის ნაკრები დაამარცხა.
- 622 : მუჰამედმა და მისმა მიმდევრებმა დაასრულეს ჰიჯრა მექადან მედინაში რელიგიური დევნისგან თავის დახსნის მიზნით.
- 1664 : ნიდერლანდმა ახალი ამსტერდამი დიდ ბრიტანეთს დაუთმო.
- 1801 : ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთმა შეიერთა.
- 1852 : დირიჟაბლით (სურათზე) პირველი ფრენა განახორციელა ფრანგმა ანრი ჟიფარმა.
- 1932 : ინდოეთში არჩევნებში ხმის უფლება მისცეს ხელუხლებელთა კასტას.
- 1953 : ჰოლივუდში პირველი პანორამული ფილმი წარმოადგინეს.
- 1957 : კამპ ნოუ, ევროპის უდიდესი სტადიონი, გაიხსნა ბარსელონაში.
- „ვეფხისტყაოსნის“ სრული ეკრანიზაცია, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, არასდროს გადაღებულა.
- ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, მიხეილ ჯავახიშვილის რომან „კვაჭი კვაჭანტირაძის“ მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი რეალურად არსებული პიროვნება ვასილ დუმბაძე იყო.
- ჩინელები რუსეთს ამ ორი იეროგლიფით 俄國 აღნიშნავენ, რაც თარგმანში „არაპროგნოზირებადობის ქვეყანას“ ნიშნავს.
- სტალინს სურდა ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ჯონ უეინის (სურათზე), რომელიც თავგამოდებული ანტიკომუნისტი იყო, მკვლელობა და ამისთვის ლოს-ანჯელესში დაქირავებული მკვლელებიც კი გაგზავნა, მაგრამ სტალინის სიკვდილის გამო ეს მცდელობა ჩაიშალა.
- ტრანსჰუმანიზმი ფილოსოფიური კონცეფციაა, რომლის მიხედვითაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით შესაძლებელია ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება.
- რიო-დე-ჟანეიროს ყოველი მეხუთე მცხოვრები უღარიბეს უბნებში, ფაველებში ცხოვრობს.
- გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში არსებობდა ეშიკაღასბაშის, საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის, უფროსის თანამდებობა.
| ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
| ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
| ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
| ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||