მთავარი გვერდი
|
||||
ვახტანგ VI (დ. 15 სექტემბერი, 1675 ― გ. 26 მარტი, 1737, ასტრახანი) — ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში, მეფე 1716-1724 წლებში, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, კოდიფიკატორი და მეცნიერი. გიორგი XI-ის ძმის, ლევანის ძე. დედა – თუთა, ქაიხოსრო I გურიელის ასული. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი. ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. მის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. სულხან-საბა ორბელიანსა და ანტონ I კათოლიკოსთან ერთად ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად. მის სახელთანაა დაკავშირებული პირველი ქართული სტამბის დაარსება და რუსთველოლოგიისათვის, როგორც მეცნიერული დისციპლინისათვის საფუძვლის ჩაყრა.
ჰუმანიტარული მეცნიერებების გარდა, ვახტანგი გატაცებული იყო ასტრონომიით, მათემატიკით, გეოგრაფიით, ქიმიით და მედიცინით. მან თარგმნა „ზიჯის“ ანუ „ვარსკვლავთა კატალოგი“, რასაც დაურთო მის მიერვე შედგენილი სპარსულ-ქართული ასტრონომიულ-ასტროლოგიური ლექსიკონი. ვახტანგ VI-მ შეადგინა ქიმიის სახელმძღვანელო: „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მედიცინასაც — შინაარსობრივად გამართა, შენიშვნები დაურთო და ყოველდღიურ გამოსაყენებელ სამედიცინო წიგნად აქცია „კარაბადინი“.
1724 წელს ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ვახტანგი იძულებული გახდა რუსეთში გამგზავრებულიყო, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდა, თუმცა მას გადასახლებაშიც არ შეუწყვეტია აქტიური საზოგადოებრივი თუ კულტურულ-სამეცნიერო მოღვაწეობა. ვახტანგ VI გარდაიცვალა 1737 წლის 26 მარტს ქალაქ ასტრახანში, დაკრძალულია ასტრახანის მიძინების ტაძარში.- ანგუს დიტონი ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
- ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
- სვეტლანა ალექსიევიჩი (სურათზე) ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
- ტომას ლინდალი, პოლ მოდრიჩი და აზიზ სანჯარი ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- ართურ მაკდონალდი და ტაკააკი კაძიტა ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- უილიამ კემპბელი, სატოსი ომურა და ტუ იუიუ მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 54 : კლავდიუსი მოწამლა მისმა ცოლმა აგრიპინა უმცროსმა, რითაც საკუთარი 17 წლის ვაჟი ნერონი რომის იმპერატორი გახადა.
- 1307 : ფილიპ IV ლამაზის ბრძანებით ტამპლიერთა ორდენის ყველა რაინდი შეიპყრეს, მოგვიანებით კი ერეტიკოსობისთვის კოცონზე დაწვეს.
- 1921 : ყარსის ხელშეკრულება დაიდო ახლად ჩამოყალიბებულ ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებსა და თურქეთს შორის.
- 1923 : თურქეთის დედაქალაქი კონსტანტინოპოლიდან ანკარაში გადადის.
- 1943 : იტალიის ახალი მთავრობა მოკავშირეთა მხარეზე გადადის და გერმანიას ომს უცხადებს.
- 1944 : საბჭოთა კავშირის ჯარებმა ლატვიის დედაქალაქი რიგა აიღეს.
- 1946 : საფრანგეთი მეოთხე რესპუბლიკის კონსტიტუციას იღებს.
- 1989 : მერაბ კოსტავა (სურათზე) გარდაიცვალა.
- „ვეფხისტყაოსნის“ სრული ეკრანიზაცია, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, არასდროს გადაღებულა.
- ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, მიხეილ ჯავახიშვილის რომან „კვაჭი კვაჭანტირაძის“ მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი რეალურად არსებული პიროვნება ვასილ დუმბაძე იყო.
- ჩინელები რუსეთს ამ ორი იეროგლიფით 俄國 აღნიშნავენ, რაც თარგმანში „არაპროგნოზირებადობის ქვეყანას“ ნიშნავს.
- სტალინს სურდა ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ჯონ უეინის (სურათზე), რომელიც თავგამოდებული ანტიკომუნისტი იყო, მკვლელობა და ამისთვის ლოს-ანჯელესში დაქირავებული მკვლელებიც კი გაგზავნა, მაგრამ სტალინის სიკვდილის გამო ეს მცდელობა ჩაიშალა.
- ტრანსჰუმანიზმი ფილოსოფიური კონცეფციაა, რომლის მიხედვითაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით შესაძლებელია ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება.
- რიო-დე-ჟანეიროს ყოველი მეხუთე მცხოვრები უღარიბეს უბნებში, ფაველებში ცხოვრობს.
- გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში არსებობდა ეშიკაღასბაშის, საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის, უფროსის თანამდებობა.
| ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
| ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
| ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
| ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||