მთავარი გვერდი
|
||||
ერებუნი (ურარტ. URUer-bu-ú-ni, სომხ. Էրեբունի) — ურარტუს უძველესი ქალაქი, რომლის ნანგრევებიც მდებარეობს არინ-ბერდის ბორცვზე, თანამედროვე ერევნის გარეუბანში. ქალაქი დააარსა ურარტუს მეფე არგიშთი I-მა ძვ. წ. 782 წელს. იმასთან დაკავშირებით, რომ ერებუნი მდებარეობს ერევნის მახლობლად და ასევე იმის გამო, რომ არსებობს ეტიმოლოგიური კავშირი „ერებუნსა“ და „ერევანს“ შორის, ერებუნი ხშირად გაიგივებულია ერევანთან. ერევნის დაარსების თარიღად ითვლება ძვ. წ. 782 წელი, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება ქალაქის ადგილას მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის არსებობისა ძვ. წ. IV-III საუკუნეებშიც კი. ჟურნალმა „Forbes“-მა ერებუნი 2012 წელს შეიყვანა მსოფლიოს 9 ყველაზე უძველესი ციხესიმაგრის სიაში.
პირველად არინ-ბერდის ბორცვმა სწავლულთა ყურადღება 1894 წელს მიიპყრო, როდესაც რუსმა მეცნიერმა ალექსეი ივანოვსკიმ ბორცვის მიმდებარე სოფელ ჩოლმაქჩის (ამჟამად ერევნის რაიონი ნორ-ნორკი) მცხოვრებისაგან შეიძინა ქვა, რომელზედაც იყო ურარტული ლურსმული დამწერლობა. ადგილობრივმა მკვიდრმა პაპაკ ტერ-ავეტისოვმა განაცხადა, რომ ეს ქვა მან 1879 წელს არინ-ბერდის ბორცვზე იპოვა. სურათი და პირველადი თარგმანი მალევე გამოაქვეყნა მიხაილ ნიკოლსკიმ.
წარწერა გვამცნობდა, რომ ურარტუს მეფე არგიშთი I-მა ამ ადგილას ააშენა ხორბლის საცავი „10 100 მინის ტევადობით“. მიუხედავად ამისა, ბორცვი არქეოლოგების მიერ უყურადღებოდ იყო დატოვებული, მხოლოდ 1947 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბორის პიოტროვსკის ხელმძღვანელობით, რომელიც დაკავებული იყო ერევანში კარმირ-ბლურის გათხრებით, ბორცვზე დაზვერვითი არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა. 1950 წელს ამავე არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბორცვზე სისტემატური არქეოლოგიური გათხრები დაიწყო.- კინორეჟისორი ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ლაჰორში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.
- დენი სასუ-ნგესო (სურათზე) კონგოს რესპუბლიკის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.
- საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე სერბთა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი კაცობრიობის წინაშე ჩადენლი, ომის დანაშუალებისათვის და გენოციდისათვის დამნაშავედ ცნო.
- ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრეიფი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჟან-პიერ ბემბა კაცობრიობის წინაშე ჩადენლი და ომის დანაშუალებისათვის დამნაშავედ ცნო.
- 217 : რომის იმპერატორი კარაკალა (სურათზე) მოკლეს.
- 1093 : არქიეპისკოპოსმა ვალკელინმა ინგლისში უდიდესი ვინჩესტერის საკათედრო ტაძარი აკურთხა.
- 1341 : იტალიელმა მკვლევარმა და პოეტმა პეტრარკამ საზეიმო ცერემონიაზე რომში პოეტი ლაურეატის ტიტული მიიღო.
- 1820 : ეგეოსის ზღვის კუნძულ მილოსზე ვენერა მილოსელის ქანდაკება აღმოაჩინეს.
- 1867 : პარიზში პირველი მსოფლიო ექსპოზიცია გაიხსნა.
- 1904 : ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს „გულისხმიერ შეთანხმებას“ (Entente cordiale) მშვიდობიანი თანაარსებობის შესახებ.
- 1929 : ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობა: ინდოელმა რევოლუციონერმა ბაგატ სინგმა დელის ცენტრალური ასამბლეა ააფეთქა.
- მცხეთის დავითნის სახელით ცნობილი X-XI საუკუნეების ქართული ხელნაწერი საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების ერთ-ერთ უძველესი ნიმუშია; ერთ-ერთ გვერდზე (246-r-v) წარმოდგენილია ციფრები კლებადობის მიხედვით, 9-დან 1-მდე (იხ. სურათზე).
- მარტინ ლუთერის მიერ გამოთქმული ანტისემიტური მოსაზრებების გამო მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.
- შვეიცარიელი იოჰან ფონლანთენი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებზე გოლის გატანა შეძლო. მან ევრო 2004-ზე გოლი 18 წლისამ და 141 დღისამ გაიტანა.
- ვეფხისტყაოსნის დღემდე მოღწეული უძველესი სრული ხელნაწერი კალიგრაფ მამუკა თავაქალაშვილის მიერაა შესრულებული 1646 წელს. ამავე ხელნაწერს ერთვის ვეფხისტყაოსნის დღეისათვის ცნობილი უძველესი ილუსტრაციები, რომლებიც აგრეთვე მამუკა თავაქალაშვილს ეკუთვნის.
- ჰეროდოტეს ცნობით, ჯერ კიდევ ძვ. წ. XXX საუკუნეში მემფისიის გარშემო ფარაონმა მენესმა ააგო ჯებირი, რომელსაც უნდა დაეცვა ქალაქი ადიდებული ნილოსის წყლისაგან.
- დღემდე შექმნილ კალენდარულ სისტემებს შორის, ასტრონომიულ წელიწადთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ყველაზე ზუსტია შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომელსაც კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოიყენებენ.
- 1957 წელს BBC-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ აშენებენ შვეიცარიაში სპაგეტის ხეებს და იღებენ მოსავალს. ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო.
| ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
| ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
| ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
| ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||