Xbox
| Xbox | |
|---|---|
| შემქმნელი | Microsoft |
| მწარმოებელი | Flextronics[1] |
| პროდუქტის ოჯახი | Xbox |
| ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მეექვსე |
| გამოშვების თარიღი | ჩრდ.ამ. ნოემბერი 15, 2001[2] იაპ თებერვალი 22, 2002 ავს მარტი 14, 2002 ევრ მარტი 14, 2002 |
| საცალო გაყიდვაში | 24 მილიონი (2006 წლის 10 მაისის მონაცემით)[3] |
| შეწყდა | იაპ ივნისი 4, 2006 ევრ მარტი 11, 2007 ჩრდ.ამ. მარტი 2, 2009 |
| მედია | DVD, CD, გადმოწერა |
| ოპერაციული სისტემა | Xbox OS |
| პროცესორი | Pentium III 733 მჰც |
| მეხსიერება | DDR SDRAM 64 მბ |
| მეხსიერების საცავი | 8 ან 10 გბ მყარი დისკი, 8 მბ მეხსიერების ბარათი |
| გრაფიკა | nVidia NV20A, 250 მჰც |
| კონტროლერის შეტა | 4× Xbox კონტროლერის პორტი (USB ინტერფეისი), უსადენო კონტროლერი |
| კავშირი | 100 მბიტ Ethernet |
| ონლაინ სერვისები | Xbox Live |
| ყველაზე გაყიდვადი თამაში | Halo 2, 8 მილიონი კოპია (2006 წლის 9 მაისის მონაცემით)[4] |
| შემდეგი | Xbox 360 |
Xbox — სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი და პირველი კონსოლი Xbox-ის სერიიდან. შეიმუშავა კომპანია Microsoft-მა. გამოსული იქნა 2001 წლის 15 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო ავსტრალია, ევროპასა და იაპონიაში - 2002 წელს.[2] ის იყო მაიკროსოფტის პირველი ნაბიჯი სათამაშო კონსოლების ბაზარზე შემოსვლისა. როგორც ნაწილი მეექვსე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებისა, კონკურენციას უწევდა PlayStation 2, Dreamcast-სა და GameCube-ს. Xbox იყო ამერიკაში დამზადებული პიველი სათამაშო კონსოლი მას შემდეგ, რაც შეწყდა Atari Jaguar-ის წარმოება 1996 წელს.
იქსბოქსს გააჩნდა სტანდარტული პერსონალური კომპიუტერის პროცესორი Intel Pentium III 733 მჰც. ის გახდა პირველი კონსოლი, რომელსაც ჰქონდა ჩაშენებული შიდა მყარი დისკი.[5][6] 2002 წლის ნოემბერს, მაიკროსოფტმა მოხმარებაში ჩაუშვა Xbox Live - ფასიანი ონლაინ-თამაშების სერვისი, რომელიც საშუალებას იძლეოდა სხვადასხვა შიგთავსების გადმოწერასა და სხვა მოთამაშეებთან დაკავშირებას broadband-ის მეშვეობით.[7] შემუშავებულმა სერვისებმა მაიკროსოფტს მისცა დასაყრდენი ონლაინ თმაშებში და დაეხმარა იქსბოქსს გამხდარიყო მნიშვნელოვანი კონკურენტი სხვა მეექვსე თაობის კონსოლებისა. ისეთმა თამაშმა, როგორიც არის Halo2 განაპირობა კონსოლების ონლაინ გეიმინგისა და პირველი პირის მსროლელის ჟანრის თამაშების პოპულარობა.[8] მიუხედავად ამისა, გაყიდვებით საგრძნობლად ჩამორჩებოდა PlayStation 2-ს.[9][10]
Xbox-ის მომდევნო ვერსია Xbox 360 რეალიზაციაში ჩაეშვა 2005 წლის ნოემბერს. 2005 წელს იაპონიაში შეწყდა Xbox-ის გაყიდვა. ამის შემდეგ, 2006 წელს მიყვნენ სხვა ქვეყნებიც.[11] კონსოლის უკანასკნელი თამაში ევროპაში იყო Xiaolin Showdown გამოსული 2007 წლის ივნის, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში - Madden NFL 09 გამოშვებული 2008 წლის აგვისტოს. Xbox-ის მხარდაჭერა მაიკროსოფტმა მთლიანად შეწყვიტა 2009 წლის 2 მარტს. ხოლო Xbox Live-ის მხარდაჭერა 2010 წლის 15 აპრილს.
სექციების სია
გაყიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| რეგიონი | საცალო (2006 წლის 10 მაისის მონაცემით) |
პირველად ხელმისაწვდომი |
|---|---|---|
| ჩრდილოეთ ამერიკა | 16 მილიონი | 15 ნოემბერი, 2001 |
| ევროპა | 6 6 მილიონი | 14 მარტი, 2002 |
| აზია | 2 მილიონი | 22 თებერვალი, 2002 |
| მსოფლიოს მასშტაბით | 24 მილიონი |
იხლეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- Xbox საიტზე Open Directory Project
- Xbox საიტზე Wayback Machine (არქივირებულია თებერვალი 23, 2005)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ O'Brien, Jeffrey M.. (ნოემბერი 2011) The Making of the Xbox. Wired. Condé Nast. წაკითხვის თარიღი: აპრილი 17, 2013.
- ↑ 2.0 2.1 http://www.microsoft.com/en-us/news/press/2001/nov01/11-14midnightmadnesspr.aspx
- ↑ Gamers Catch Their Breath as Xbox 360 and Xbox Live Reinvent Next-Generation Gaming. Microsoft (მაისი 10, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან 21 ივნისი, 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 30 მარტი, 2009.
- ↑ Morris, Chris. (მაისი 9, 2006) Grand Theft Auto, Halo 3 headed to Xbox 360. CNN. წაკითხვის თარიღი: ივლისი 16, 2008.
- ↑ http://www.nytimes.com/2001/11/08/technology/08GAME.html?pagewanted=all
- ↑ http://uk.ign.com/articles/2011/11/23/the-life-and-death-of-the-original-xbox
- ↑ Xbox Live's Major Nelson » Xbox LIVE being discontinued for Original Xbox consoles and games :. Majornelson.com (2010-04-15). წაკითხვის თარიღი: 2013-04-22.
- ↑ http://uk-microsites.ign.com/history-of-first-person-shooters/
- ↑ http://www.nytimes.com/2004/12/13/science/playstation-2-shortage-frustrates-more-than-buyers.html
- ↑ http://news.bbc.co.uk/1/hi/technology/3981475.stm
- ↑ Garratt, Patrick. (აგვისტო 5, 2011) The Xbox Story, Part 1: The Birth of a Console. vg247.com. წაკითხვის თარიღი: ივნისი 26, 2013.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტატიის