მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 116,529 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა სენეგალის დროშა სენეგალი. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

ადოლფ ჰიტლერი
ადოლფ ჰიტლერი (გერმანულად: [ˈadɔlf ˈhɪtlɐ] ( მოსმენა), Adolf Hitler; დ. 20 აპრილი, 1889, ინის ბრაუნაუ, ავსტრია-უნგრეთი — გ. 30 აპრილი, 1945, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი, ნაცისტური პარტიის ლიდერი. ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი. დაიბადა ავსტრია-უნგრეთის ქალაქ ინის ბრაუნაუში, ხოლო გაიზარდა ქალაქ ლინცთან ახლოს. 1913 წელს საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში და მოხალისედ წავიდა პირველ მსოფლიო ომში. პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1919 წელს გერმანელ მუშათა პარტიაში გაწევრიანებით, ხოლო უკვე 1921 წელს გახდა ნაცისტური პარტიის ლიდერი. 1923 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით, წამოიწყო ლუდის პუტჩი, რომელშიც მან და მისმა მომხრეებმა მარცხი განიცადეს. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მოჰყვა დაპატიმრება. საპყრობილეში დაწერა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის „ჩემი ბრძოლის“ პირველი ტომი, ხოლო უკვე 1924 წელს ციხიდან გამოვიდა. განთავისუფლების შემდეგ, პოპულარული გახდა ანტი-ვერსალური, ანტი-სემიტური, პან-გერმანული და ანტი-კომუნისტური იდეებისა და თავისი ორატორული ნიჭის წყალობით. ხშირად აკრიტიკებდა საერთაშორისო კაპიტალიზმსა და კომუნიზმს, როგორც ებრაული შეთქმულების ნაწილს. 1933 წლის 30 იანვარს რაიხსპრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერად დანიშნა. ჰიტლერი და მისი ხელისუფლება პასუხისმგებელია ჰოლოკოსტზე, რომლის დროსაც დაიღუპა 5,5 მილიონო ებრაელი და მილიონობით სხვა ეროვნების ადამიანი, რომლებსაც ნაცისტები უნტერმენშენს (Untermenschen — არაადამიანები) უწოდებდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ასევე დაიღუპა 19,3 მილიონი სამოქალაქო პირი და 29 მილიონი სამხედრო. ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რიცხვი უპრეცედენტოა, რის გამოც ეს კონფლიქტი ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელად ითვლება.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ოპერაცია „ბაგრატიონი“
ოპერაცია „ბაგრატიონი“ (რუს. Операция «Багратио́н») — მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ჯარების შეტევის ოპერაცია ბელორუსიის ფრონტზე (23 ივნისი—29 აგვისტო, 1944), რომელსაც სახელი რუსეთის მხედართმთავრის, პეტრე ბაგრატიონის (რუსეთის 1812 წლის სამამულო ომის მონაწილე) პატივსაცემად დაერქვა. ოპერაცია ერთ-ერთი უმსხვილესი იყო კაცობრიობის ისტორიაში.



HSBild.svg

დღის სურათი

Euploea core-ის მუხლუხი იკვებება Carissa carandas-ზე.
Euploea core-ის მუხლუხი იკვებება Carissa carandas-ზე.



W-circle.svg

სიახლეები

ანა ბრნაბიჩი

HSDagensdatum.svg

3 ივლისი — ამ დღეს...

კონსტანტინე დიდი

HSVissteduatt.svg

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
მცხეთის დავითნის გვერდი, რომელზედაც წარმოდგენილია არაბული ციფრები