მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 117,901 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა ბოტსვანის დროშა ბოტსვანა. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

მარშალის კუნძულების ადგილმდებარეობა
მარშალის კუნძულები — წყნაროკეანური სახელმწიფო მიკრონეზიაში, ასოცირებული სახელმწიფო აშშ-თან. დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება მიკრონეზიის ფედერაციული შტატების, ხოლო სამხრეთიდან კირიბატის ტერიტორიული წყლები. გარდა ამისა, მას ესაზღვრება წყნარი ოკეანის ნეიტრალური წყლები. სანაპირო ზოლის სიგრძე — 370,4 კმ. სახელმწიფო მდებარეობს მარშალის კუნძულების არქიპელაგის 29 ატოლზე და 5 კუნძულზე, რომელიც შედგება რალიკის და რატაკის ჯაჭვისაგან. ხმელეთის საერთო ფართობი — 181,3 კმ²; ლაგუნებით დაკავებული ტერიტორიის ფართობი — 11 673 კმ². მოსახლეობა — 53 158 კაცი (2011). დედაქალაქი — მაჯურო. ევროპელების მიერ შემჩნეული პირველი კუნძულია ბოკაკი, რომელიც 1526 წელს აღმოაჩინა ესპანელმა ზღვაოსანმა ალონსო დე სალასარმა. შემდგომში მარშალის კუნძულები მონაცვლეობით ხდებოდა სხვადასხვა კოლონიური იმპერიების ტერიტორია: 1886 წელს — გერმანიის იმპერიის, 1914 წელს — იაპონიის, რომელმაც გააგრძელა კუნძულების ფლობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც უკვე ერთა ლიგის მანდატით, 1947 წელს — შევიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამეურვეო ტერიტორიის შემადგენლობაში აშშ-ის მართვის ქვეშ. მარშალის კუნძულები, როგორც სახელმწიფო წარმონაქმნი შეიქმნა 1983 წელს წყნარი ოკეანის კუნძულების სამეურვეო ტერიტორიის დაყოფის შედეგად. 1986 წლიდან მარშალის კუნძულები იმყოფება „თავისუფალ ასოციაციაში“ აშშ-თან. მარშალის კუნძულები — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, სამხრეთ წყნარი ოკეანის კომისიისა და წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის წევრია. არქიპელაგს მარშალის კუნძულები დაერქვა ბრიტანელი კაპიტნის, ჯონ მარშალის პატივსაცემად, რომელიც მეორე კაპიტან ტომას გილბერტთან ერთად, რომლის პატივსაცემადაც დაერქვა სახელი მეზობელ გილბერტის კუნძულებს, იკვლევდა არქიპელაგს 1788 წელს პატიმრების გადაყვანის დროს ახალ სამხრეთ უელსში.

HSSubpages.svg

დღის სტატია

პუატიეს ბრძოლა

პუატიეს ბრძოლა, ტურის ბრძოლა — ბრძოლა ფრანკებსა და არაბებს შორის. გაიმართა 732 წლის 10 ოქტომბერს, ქალაქ ტურთან ახლოს, ფრანკების იმპერიის და აკვიტანიის საზღვართან ახლოს.

ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ ავსტრაზიის და ნეისტრიის მაიორდომი კარლოს მარტელი და ომაიანების სახალიფოს ალ-ანდალუზიის გენერალ-გუბერნატორი აბდურ რაჰმან იბნ-აბდალაჰი.

ბრძოლა დამთავრდა ფრანკების გადამწყვეტი გამარჯვებით. აბდურ რაჰმან იბნ-აბდალაჰი დაიღუპა ბრძოლის ველზე, ხოლო კარლოს მარტელის ძალაუფლება გავრცელდა უფრო სამხრეთით.

პუატიეს ბრძოლის შედეგად შეჩერდა არაბების დაპყრობები ევროპის მიმართულებით.



HSBild.svg

დღის სურათი

ხედი ირანის სოფელ აბიანზე.
ხედი ირანის სოფელ აბიანზე.



W-circle.svg

სიახლეები

კაზუო იშიგურო

HSDagensdatum.svg

10 ოქტომბერი — ამ დღეს...

აუშვიცის სიკვდილის ბანაკი

HSVissteduatt.svg

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
მცხეთის დავითნის გვერდი, რომელზედაც წარმოდგენილია არაბული ციფრები