მთავარი გვერდი
Jump to navigation
Jump to search
პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა ალან გარსია პერესმა (სურათზე) დაკავების მომენტში თავი მოიკლა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.
სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაამხეს.
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ვიკილიქსის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში დააპატიმრა.
პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა შავი ხვრელისთვის ფოტოს გადაღება შეძლეს.
ქართველი კინორეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1303 : რომის უძველესი საპიენცის უნივერსიტეტი დაარსდა პაპი ბონიფაციუს VIII-ის ედიქტით.
1656 : რუსეთში პირველად გამოჩნდა სპილენძის მონეტები, რომლებმაც ვერცხლის მონეტები შეცვალა.
1770 : ასპინძის ბრძოლაში ერეკლე II-მ ოსმალებისა და ლეკების გაერთიანებული ჯარი დაამარცხა.
1804 : ელაზნაურის შეთანხმებით იმერეთის სამეფომ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო.
1862 : ფრანგმა ქიმიკოსმა ლუი პასტერმა და ფიზიოლოგმა კლოდ ბერნარმა პასტერიზაციის პირველი ცდა დაასრულეს.
1922 : შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი (სურათზე).
1934 : საბჭოთა კავშირის გმირის პირველი წოდება მიენიჭა შვიდ მფრინავს ყინულმჭრელი თბომავალი „ჩელუსკინის“ ეკიპაჟის გადარჩენისთვის.
| ||||
ბორატი! ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, მოკლედ ბორატი (ინგლ. Borat! Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan) — „Mockumentary“-ის ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერიც და მთავარი როლის, ბორატ საგდიევის შემსრულებელი არის ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი. ფილმის გადაღება და დისტრიბუცია მოახდინა კინოკომპანია „20th Century Fox“-მა, ხოლო რეჟისორი იყო ლარი ჩარლზი. ძირითადად, ფილმში ნაჩვენებია ბორატის და სხვა ამერიკელების ურთიერთობა, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ მათ ფილმში იღებდნენ, ხოლო ბორატი ეგონათ უცხოელი სტუმარი, რომელსაც ზედაპირული გაგება ჰქონდა ამერიკულ კულტურაზე. ბორატის მიერ შექმნილი „Da Ali G Show“-დან, ბორატი არის მეორე პერსონაჟი, რომლის ისტორიაზეც ფილმი გადაიღეს. პირველი ფილმი, „ალი ჯი პარლამენტში“ გამოვიდა 2002 წელს, ხოლო მესამეს, „ბრუნო“ პრემიერა 2009 წელს შედგა. ფილმის პროდიუსირებაზე იზრუნა ბარონ კოენის კომპანია „Four By Two“-მ (სლენგზე, „Four By Two“ ნიშნავს ებრაელს). ფილმი დადებითად იქნა მიღებული მაყურებლის მიერ და აგრეთვე კომერციულად წარმატებული გამოდგა; შემოსავალმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 262 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბარონ კოენმა შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიგო, ხოლო ფილმი კომედიურ და მუსიკალურ ჟანრში საუკეთესო კინოსურათის ნომინანტთა შორის მოხვდა. ოსკარის 79-ე დაჯილდოებაზე, ბორატი ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში. ფილმი, გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, არაერთი უთანხმოებისა თუ სკანდალის ცენტრში მოექცა. გადამღები ჯგუფისა თუ მსახიობთა გუნდის არაერთმა წევრმა სურათის შემქმნელები გააკრიტიკა, ზოგმა სასამართლო დავაც კი წამოიწყო. ფილმი აკრძალეს ყველა არაბულ ქვეყანაში (გარდა ლიბანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისა, სადაც ცენზურაში გატარებული ვერსია აჩვენეს), ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა კინოთეატრებს, ფილმი არ ეჩვენებინათ. „ბორატი“ DVD-ზე 2007 წლის 5 მარტს გამოვიდა.
ასპინძის ბრძოლა — 1770 წლის 20 აპრილს ქართველთა ბრძოლა ოსმალეთის ლაშქართან ერეკლე II-ის სარდლობით რუსეთ-ოსმალეთის ომის (1768-1774) დროს. საქართველოში შემოსულ რუსთა საექსპედიციო რაზმს, რომელსაც ამიერკავკასიის ფრონტზე ოსმალთა ძალების ნაწილი უნდა მიეზიდა, ერეკლე II-მ შესთავაზა რუს-ქართველთა ერთობლივი ძალით ახალციხეზე გალაშქრება. მისი მიზანი იყო მესხეთის განთავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- ჰასეკურა ცუნენაგა (იხ. სურათზე) პირველი იაპონელია, რომელიც ევროპაში ჩავიდა დიპლომატიური მისიით 1613 წელს სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების დასამყარებლად.
- იოანე პავლე II-მ უფრო მეტი ადამიანის ბეატიფიკაცია მოახდინა, ვიდრე მისმა წინამორბედებმა ერთად უკანასკნელი 400 წლის განმავლობაში.
- ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად ისრალეში კიბუცების დაარსებაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ივანე კოლელიშვილმა, რომელიც 1910-17 წლებში იმყოფებოდა პალესტინაში და რომელსაც საქართველოში, სოფელ გულგულაში კომუნის დაარსების გამოცდილება ჰქონდა.
- ცნობილი ლატვიელი მხატვარი რომან სუტა 1941-1943 წლებში იყო ქართული ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ წევრი, რის გამოც გაასამართლეს და დახვრიტეს.
- სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში არსებული ერთადერთი სინაგოგა მდებარეობს ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში.
- გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი მზეზე 4.3 მილიონჯერ მძიმეა, ხოლო მეზობელ — ანდრომედას გალაქტიკაში არსებული შავი ხვრელის მასა 100 მილიონჯერ აღემატება მზის მასას.
- ნურ ჰასანალი პირველი მუსულმანია, რომელიც სახელმწიფოს მეთაური გახდა დასავლეთ ნახევარსფეროში.
| |
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
|
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
|
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
| |
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
|
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
|
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
| |
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
|
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
|
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
| |
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
|
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
|
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |