მთავარი გვერდი
Jump to navigation
Jump to search
ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა არგენტინა ანგარიშით 95-75 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რიკი რუბიო (სურათზე) დასახელდა.
საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.
ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს ლომი“ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გადაეცა ტოდ ფილიპსის ფილმს ჯოკერი.
ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ალექსი გონჩარუკი უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.
96 : რომის იმპერატორ დომიციანეს მკვლელობის შემდეგ რომის სენატმა იმპერატორად ნერვა გამოაცხადა, რითაც დაიწყო რომის 5 კარგი იმპერატორის ეპოქა.
324 : კონსტანტინე დიდი (სურათზე) ანადგურებს ლიცინიუსს ქრისოპოლისის ბრძოლაში და რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი ხდება.
1809 : ლონდონში სამეფო ოპერის თეატრის ახალი შენობა ხანძრის შემდეგ გაიხსნა.
1851 : ნიუ-იორკ ტაიმსის პირველი ნომერი დაიბეჭდა.
1885 : მასობრივი არეულობა დაიწყო მონრეალში სავალდებულო წითელას აცრის გამო ატეხილი პროტესტის შედეგად.
1943 : მეორე მსოფლიო ომი — მინსკის ებრაელები დახოცეს სობიბორთან.
1987 : აშშ და სსრკ ბირთვული ქობინების ერთობლივ განადგურებაზე შეთანხმდნენ.
2008 : საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ჰაუმეა მზის სისტემაში მეხუთე ჯუჯა პლანეტად გამოაცხადა.
2014 : შოტლანდიამ რეფერენდუმზე უარი თქვა გაერთიანებული სამეფოდან გასვლაზე.
| ||||
მიხეილ სუსლოვი (რუს. Михаи́л Андре́евич Су́слов; დ. 21 ნოემბერი [ძვ. სტ. 8 ნოემბერი], 1902 — გ. 25 იანვარი, 1982) — საბჭოთა სახელმწიოფე მოღვაწე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეორე მდივანი და პარტიის არაოფიციალური იდეოლოგი, პასუხისმგებელი შიდაპარტიულ დემოკრატიასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე. ცვლილებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, გაითქვა სახელი როგორც პარტიის ერთ-ერთმა ყველაზე ორთოდოქსულმა ლიდერმა. დაიბადა 1902 წელს, რუსეთში, ხოლო 1921 წელს გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1920-იან წლებში სწავლობდა ეკონომიკას, ხოლო 1931 წელს პოლიტიკური საქმიანობის დაწყების გამო თავი დაანება მასწავლებლად მუშაობას და გახდა ერთ-ერთი იმ მრავალი საბჭოთა მოღვაწეთაგან, რომელმაც იოსებ სტალინის რეჟიმის მიერ წამოწყებულ რეპრესიებში მიიღო მონაწილეობა. 1939 წელს დაინიშნა სტავროპოლის მხარის კომპარტიის პირველ მდივნად. მეორე მსოფლიო ომის დროს სათავეში ედგა ადგილობრივ პარტიზანულ მოძრაობას. 1946 წელს გახდა კომპარტიის საორგანიზაციო ბიუროს წევრი, ხოლო 1950 წლის ივნისში აირჩიეს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად. 1952 წლის 16 ოქტომბრიდან იყო სკკპ-ის მე-19 პრეზიდიუმის სრულუფლებიანი წევრი. სტალინის გარდაცვალების შედეგად დაწყებული ძალაუფლების გადანაწილების შემდეგ, სუსლოვმა დაკარგა მოპოვებული გავლენა და ცნობადობა, თუმცა, 1950-იანი წლების ბოლოს სუსლოვი გახდა ნიკიტა ხრუშჩოვის რევიზიონისტული მიდგომის მიმართ ოპოზიციაში მყოფი კომუნისტების ლიდერი. ხრუშჩოვის გადაყენების შემდეგ, სუსლოვმა მხარი დაუჭირა კოლექტიური ხელმძღვანელობის ჩამოყალიბებას. იგი აგრეთვე ემხრობოდა შიდაპარტიულ დემოკრატიას და ეწინააღმდეგებოდა ერთპიროვნული მმართველობის სისტემას, როგორც ეს სტალინისა და ხრუშჩოვის დროს იყო. ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს, სუსლოვი ითვლებოდა „მეორე კაცად“ და პარტიის მთავარ იდეოლოგად. გარდაიცვალა 1982 წლის 25 იანვარს. ითვლება, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო ბრძოლა ბრეჟნევზე გავლენის მოპოვებისთვის და მისი გარდაცვალების შემდეგ გენერალური მდივნის პოსტის დაკავებისთვის.
სამეფო ოპერის თეატრი — საშემსრულებლო ხელოვნებათა დაწესებულება ლონდონში. ასევე, ცნობილი როგორც კოვენტ გარდენი, უბნის სახელით, სადაც ეს თეატრი მდებარეობს. შენობაში ბინა აქვს სამეფო ოპერას, სამეფო ბალეტსა და სამეფო ოპერის თეატრის ორკესტრს.
თანამედროვე შენობა მესამე თეატრია ამ ადგილას. ფასადი, ფოიე და დარბაზი 1858 წლით თარიღდება, თუმცა ამჟამად არსებული კომპლექსის თითქმის ყველა დანარჩენი ელემენტი 1990-იან წლებში ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგია. თეატრი 2 268 მაყურებელს იტევს და შედგება ოთხიარუსიანი აივნებისა და ამფითეატრისაგან. პროსცენიუმი სიგანით 12,20 მ-ია, ხოლო სიმაღლე 14,80 მ-ს შეადგენს.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- მოზამბიკის დროშა (იხ. სურათზე) ერთადერთი დროშაა მსოფლიოში, რომელზეც გამოსახულია თანამედროვე საბრძოლო იარაღი — კალაშნიკოვი.
- თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი პირველი დანტისტია, რომელიც პრეზიდენტი გახდა.
- ამერიკულ ტბის კუზე დაბერების პროცესი არ მოქმედებს და შთამომავლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში იძლევა.
- იტალიის ქალაქ ჩეზენაში დაიბადა სამი პაპი — პიუს VI, პიუს VII და პიუს VIII, რის გამოც ხშირად მას სამი პაპის ქალაქს უწოდებენ.
- 1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევისას, მესამე აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 3110 კმ-ის მოშორებით, ქალაქ პერთში (დასავლეთი ავსტრალია) და 4800 კმ-ის მოშორებით კუნძულ როდრიგესზე (მავრიკთან ახლოს) ისმოდა.
- აზიური სპილო, სახელად მერი ადამიანის მკვლელობისათვის ჩამოახრჩვეს.
- სახეობის კონსერვაციის მიზნით, მობუდარი ავსტრალიური რეგვენები სატყუარებითა და ჩაწერილი ხმებით მიიზიდეს იანგ-ნიკის კონცხზე, სადაც ფრინველებმა მოგვიანებით კოლონია დააარსეს.
- იავური მარტორქა დიდი ზომის ძუძუმწოვრებში ყველაზე იშვიათია, დღეს მისი მხოლოდ 58–61 ინდივიდია დარჩენილი უჯუნგ-კულონის ეროვნულ პარკში (კ. იავა, ინდონეზია).
| |
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
|
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
|
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
| |
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
|
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
|
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
| |
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
|
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
|
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
| |
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
|
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
|
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |