მთავარი გვერდი
| ||||
„მანდალორელი“ — კოსმოსური ვესტერნის ჟანრის ამერიკული სატელევიზიო სერიალი. შექმნილია ჯონ ფავროს მიერ კომპანია „დისნეის“ სტრიმინგ სერვისისათვის Disney+. იგი „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზის პირველი მხატვრული სერიალია. მანდალორელის სიუჟეტი იწყება „ჯედაის დაბრუნებიდან“ (1983) ხუთი წლის შემდეგ და მოგვითხრობს დინ ჯარინის (ასრულებს პედრო პასკალი), მანდალორელი მარტოხელა თავებზე მონადირის ისტორიასა და მის თავგადასავალს მას შემდეგ, რაც „ბავშვის“ პოვნას დაუკვეთავენ.
„ვარსკვლავური ომების“ შემქმნელს, ჯორჯ ლუკასს, მხატვრულ სატელევიზიო სერიალზე მუშაობა ჯერ კიდევ 2009 წელს ჰქონდა დაწყებული, თუმცა პროექტის განხორციელება ზედმეტად ძვირი აღმოჩნდა. 2012 წლის ოქტომბერში კომპანია „ლუკასფილმი“ Disney-მ იყიდა, რის შემდეგაც „ვარსკვლავურ ომებთან“ დაკავშირებულ სერიალზე მუშაობა Disney+ სტრიმინგ პლატფორმისთვის დაიწყო. 2018 წლის მარტში მთავარი პროდიუსერის რანგში წარმოებაში ჩაერთო ჯონ ფავრო. აღმასრულებელი პროდიუსერები მასთან ერთად არიან დეივ ფილონი, კეთლინ კენედი და კოლინ უილსონი. სერიალის სათაური 2018 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, ხოლო გადაღება კალიფორნიაში, Manhattan Beach Studios ბაზაზე დაიწყო. კომპანიამ Industrial Light & Magic სპეციალურად „მანდალორელისთვის“ შექმნა ტექნოლოგია, სახელწოდებით StageCraft, რომელიც გარემოს შესაქმნელად ვირტუალურ დეკორაციებსა და 360 გრადუსიან ვიდეოკედლებს იყენებს. მას შემდეგ ტექნოლოგია სხვა ფილმებსა და სერიალებშიც გამოიყენება.
„მანდალორელის“ პრემიერა Disney+ პლატფორმის გაშვებასთან ერთად, 2019 წლის 12 ნოემბერს შედგა. რვა ეპიზოდისგან შემდგარ პირველ სეზონს პოზიტიური კრიტიკული გამოხმაურება ხვდა წილად. ნომინირებული იყო გამორჩეული დრამატული სერიალის კატეგორიაში Primetime Emmy Awards 72-ე დაჯილდოებაზე და Primetime Creative Arts Emmy Awards 72-ე დაჯილდოებაზე, სადაც 7 ნომინაციაში გაიმარჯვა. მეორე სეზონის პრემიერა 2020 წლის 30 ოქტომბერს შედგა, ხოლო მესამე სეზონი წინასწარ წარმოებაშია.ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (ინგლ. International Day Against Homophobia, Transphobia and Biphobia) აღინიშნება 17 მაისს და აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას. დღის დაარსების მე-9 წელს, 2013 წელს, ღონისძიებები გაიმართა 120 ქვეყანაში, მსოფლიოს ყველა რეგიონში.
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა; მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ქმედებების კოორდინირება იყო, აგრეთვე ამ დღის მხარდაჭერა და ოფიციალური აღიარება. თარიღი არჩეულ იქნა სიმბოლურად, სწორედ ის დღე, როდესაც 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დააარსა ანრი დიუნანმა, მას შემდეგ რაც საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
- პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
- ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი: მიშელ მიჩომბერო, ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია დაიბადა.
- იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
- თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
- პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე) პინგვინს ჰგავს.
- წყლის შაშვები საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში.
| |
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
|
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
|
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
| |
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
|
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
|
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
| |
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
|
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
|
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
| |
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
|
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
|
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
